აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ 31 მარტიდან ბათუმში პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" საზოგადოებრივი მოძრაობა
"ემსახურე საქართველოს" თავმჯდომარემ მურმან დუმბაძემ განუცხადა.
"გენერალ მაზნიაშვილის ჯარისკაცების საფლავთან 4 მარტს საზეიმო წირვის შემდეგ, იქ შეკრებილმა საზოგადოების ნაწილმა სურვილი გამოთქვა, რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყოს" - განაცხადა დუმბაძემ.
დუმბაძის ინფორმაციით, აქცია იმავე ადგილას, 31 მარტს 14:00 საათზე გაიმართება. ორგანიზატორი წინააღმდეგობის მოძრაობის ხელმძღვანელობაა. მისივე თქმით, აქციებს "ემსახურე საქართველოს" წევრებიც აუცილებლად შეუერთდებიან.
დუმბაძე აცხადებს, რომ ბათუმში მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციების, არასამთავრობოებისა და პროფესიონალური კავშირების წარმომადგენელთა უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ბათუმში აზიზიეს მეჩეთი არ უნდა აშენდეს.
