პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შექმნა
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შექმნა
19:29 13.03.2012
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის საყოველთაო-სახალხოდ განსახილველად საორგანიზაციო კომისია შექმნა.
კომისია 25 წევრისგან შედგება და მას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი უხელმძღვანელებს.
კომისიაში დეპუტატების გარდა, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მეცნიერები და პროფესორები შედიან.
საკონსტიტუციო ცვლილება კონტროლის პალატისთვის სახელწოდების შეცვლას შეეხება. მას აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატა დაერქმევა.

ბეჭდვა