პეტრე ცისკარიშვილი – ბენზინი ძვირი იმიტომაა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის
პეტრე ცისკარიშვილი – ბენზინი ძვირი იმიტომაა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის
19:15 13.03.2012
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა საწვავის ფასებზე ისაუბრა და ოპოზიციას მოუწოდა აზერბაიჯანთან შედარებას ნუ გააკეთებენ,  რადგან მას საკუთარი ბენზინი აქვს.
,,ევროპაში საწვავის ფასი შედარებით ძვირია, იქაც მონოპოლიაა? არა, გადასახადებია უფრო ძვირი. საქართველოში ევროპაზე ნაკლები ფასებია, კარგ მომსახურებას კი - ფასი აქვს. ქვეყანაში კორუფცია რომ არ არის, სწორედ ამიტომაა ძვირი ბენზინი " – განაცხადა ცისკარიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ოპონენტებს მოუწოდა, კარგად გაანალიზონ აღნიშნული განმარტება, როდესაც ხელისუფლებას საწვავის მაღალი ფასების გამო, კორუფციასა და მონოპოლიაში ადანაშაულებენ.

ბეჭდვა