ნინო კალანდაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
ნინო კალანდაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
18:47 13.03.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლევენ მურათ ბურჰანს შეხვდა.
საგარეო პოლიტიკური უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო უახლოეს მომავალში დაგეგმილ ვიზიტებსაც. ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის კონკრეტულად ვისი ჩამოსვლა იგეგმება თურქეთიდან საქართველოში, ან საქართველოს მთავრობის რომელი წევრი მიემგზავრება ახლო მომავალში ვიზიტით თურქეთში.

ბეჭდვა