"ქართულმა ოცნებამ" დმანისში ოფისი გახსნა
"ქართულმა ოცნებამ" დმანისში ოფისი გახსნა
18:40 13.03.2012
პოლიტიკურმა კოალიციამ "ქართული ოცნება" დღეს დმანისში რაიონული ოფისი გახსნა.

ღონისძიებას კოალიციის წევრები სოზარ სუბარი, კახა შარტავა და თამაზ ავდალიანი ესწრებოდნენ.

როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, დიდი ხანია ქართველებისთვის ნორმალური ცხოვრება შეუძლებელი გახდა.

"დიდი ხანია ვერ ვეღირსეთ იმ ცხოვრებას, როდესაც მეორე დღის დაგეგმვას შევძლებთ, იმიტომ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც კაცმა არ იცის რა საფრთხეს შეგვიქმნის. დიდი ხანია ვისმენთ ისეთ სიგჟეებს, რომელსაც არ აქვს არანაირი ახსნა და გამართლება. ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ კორუფციის მოსპობაზე, მაგრამ გადახედეთ მინისტრების შარშანდელ ხელფასებს" - აღნიშნა სოზარ სუბარმა ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, სანამ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართვის შესახებ განცხადებას გააკეთებდა, იმედები იმის თაობაზე, რომ რაიმე შეიძლებოდა შეცვლილიყო, ნულს უტოლდებოდა.

ბეჭდვა