გიგი უგულავა - ნარკომანია ურბანულ პრობლემად იქცა
გიგი უგულავა - ნარკომანია ურბანულ პრობლემად იქცა
17:29 13.03.2012
თბილისის მერმა გიგი უგულავამ მასწავლებლის სახლში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კამპანიის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
"გამოდის, რომ ციხე ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზაა, მაგრამ ციხეს სამკურნალო დანიშნულება არ შეიძლება ჰქონდეს. ნარკომანია ურბანულ პრობლემად იქცა, რადგან დღეს ქალაქებში უფრო მეტი ნარკომანი ცხოვრობს, ვიდრე სოფლად" - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სავარაუდოდ, ბაზალეთში სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება.
აღნიშნული პროექტის დაფინანსება ნარკოდამნაშავეების დაჯარიმებიდან ამოღებული თანხით იგეგმება.

ბეჭდვა