"იბერია რეფრეშმენტსი" - ქართული პეპსი "მეთილიმიდაზოლ-4"-ს არ შეიცავს
"იბერია რეფრეშმენტსი" - ქართული პეპსი "მეთილიმიდაზოლ-4"-ს არ შეიცავს
17:13 13.03.2012
საქართველოში "პეპსის" მწარმოებელი კომპანია "იბერია რეფრეშემნტსი" ქართულ "პეპსი"-ში ნივთიერება "მეთილიმიდაზოლ-4"-ს შემცველობას უარყოფს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ქართულ "პეპსი''-ში ევროპული ფორმულა გამოიყენება. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენს მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ორგანიზაციების The Food and Agriculture Organization of the United Nations, World health organization-ის და ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს შეესაბამება" - აცხადებს "იბერია რეფრეშემნტსის" გენერალური დირექტორი დავით ლომჯარია.



ბეჭდვა