ავსტრიული კომპანია "ნუფარმი" ქართველი აგრონომებისთვის სემინარს გამართავს
ავსტრიული კომპანია "ნუფარმი" ქართველი აგრონომებისთვის სემინარს გამართავს
17:09 13.03.2012
ავსტრიული კომპანია "ნუფარმის" წამყვანი სპეციალისტები ქართველი აგრონომებისთვის და  კომპანია "კარტლისის" დილერებისთვის 14 –15 მარტს, სიღნაღში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარს გამართავენ. ამის შესახებ "ნიუსპრესს" კომპანია "კარტლისიდან" აცნობეს.
"ნუფარმი" წამყვან სპეციალისტებს სემინარის ჩასატარებლად საქართველოში ყოველწლიურად გზავნის. ამის საშუალებით, ქართველი აგრონომები მცენარეთა დაცვის მიმართულებით არსებულ სიახლეებს ეცნობიან.
"კარტლისის" მენეჯერთა ინფორმაციით, სემინარს მცენარეთა დაცვის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია "ნუფარმის" სპეციალისტები ჰერბერტ ფეიფერი და ბერნდ ბელიცი გაუძღვებიან.
"ნუფარმის" სემინარი ორ დღეს გასტანს. ამასთან, მარტის მეორე ნახევარში კომპანიას კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის "დიუპონის" სპეციალისტები ეწვევიან.
კომპანია "კარტლისი" "ნუფარმთან" 1999 წლიდან თანამშრომლობს და მის მიერ წარმოებული მცენარეთა დაცვის საშუალებების საქართველოში ოფიციალური დილერია.


ბეჭდვა