"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები სტრასბურგში ვიზიტს განაგრძობენ
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები სტრასბურგში ვიზიტს განაგრძობენ
17:05 13.03.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები სტრასბურგში ვიზიტს განაგრძობენ.
როგორც "ნიუსპრესს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, საფრანგეთში ევროპარლამენტის კონსერვატორთა და რეფორმატორების ფრაქციის მიწვევით გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, ნიკა ლალიაშვილი და გიორგი რუხაძე იმყოფებიან.
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს ევროპის პარლამენტში ფრაქციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები და ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ასპექტები განიხილეს.
"ევროსტრუქტურებთან მჭიდრო ურთიერთობა ჩვენი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ბევრი სიახლეა, მათ შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების და ღია სავაჭრო ურთიერთობის დაწყების თვალსაზრისით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის და დემოკრატიული განვითარების გარანტია " - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატების" სამუშაო ვიზიტი სტრასბურგში 15 მარტს დასრულდება.

ბეჭდვა