პარტია "თეთრების" წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული რეჟიმის დასამარცხებლად ოპოზიციის ერთიანობას აუცილებლობად მიიჩნევენ.
"ჩვენი პოზიცია დიდსულოვანია. ქვეყანა თავზე გვექცევა და დღეს ოპოზიციაში დაპირისპირების დრო არ არის. როგორც არასდროს, დღეს საქართველოსთვის ისეა საჭირო განსხვავებულთა ერთობა, ერთიანი ფრონტი არაქართული ცნობიერების "ნაციონალური რეჟიმის" წინააღმდეგ" - ნათქვამია განცხადებაში.
მათი განმარტებით, "სახალხო კრების" წინააღმდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს.
განცხადების თანახმად, საქართველოს ქართველი ხალხის ერთგული ხელისუფალი სჭირდება.
