"დემოკრატიული მოძრაობა" და "უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" თანამშრომლობას იწყებენ
"დემოკრატიული მოძრაობა" და "უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" თანამშრომლობას იწყებენ
16:57 13.03.2012
პარტია "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და  არასამთავრობო ორგანიზაცია "უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" თავმჯდომარემ თამარ იოვაშვილმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
დოკუმენტი უმუშევრობის საკითხებზე არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების შეთანხმებულ მუშაობას ითვალისწინებს.
როგორც ხელმოწერის ცერემონიაზე ბურჯანაძემ განაცხადა, შრომის კოდექსს ბევრი ხარვეზი აქვს, მათ შორის, ის დასაქმებულის ინტერესებს არ ითვალისწინებს.
ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლება შრომის კოდექსის საკითხს იგნორირებას უკეთებს. გარდა ამისა, უმუშევართა უფლებების დაცვის არანაირი მექანიზმი არ არსებობს.
"ხელისუფლებამ უმუშევარი მოქალაქეები კომპენსაციით უნდა უზრუნველყოს, რათა მათ საარსებო პირობები ჰქონდეთ. ამის საშუალება ბიუჯეტს ნამდვილად აქვს. მაშინ, როცა ხალხი შიმშილობს, ქვეყანაში მილიონიანი კონცერტები ეწყობა" - განაცხადა ბურჯანაძემ.
იოვაშვილის თქმით, ქვეყანაში თითოეული მოქალაქე საარსებო პირობებით უზრუნველყოფლი უნდა იყოს, მხარეებს შორის თანამშრომლობა სწორედ ამ მოსაზრებას ეფუძნება.

ბეჭდვა