ტყეშელაშვილი – ოკუპაციის ხაზის სხვადასხვა მხარეს მყოფ ადამიანებს შორის ურთიერთობამ წინ წაიწია
ტყეშელაშვილი – ოკუპაციის ხაზის სხვადასხვა მხარეს მყოფ ადამიანებს შორის ურთიერთობამ წინ წაიწია
16:36 13.03.2012
სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილის შეფასებით, ოკუპაციის ხაზის ორ სხვადასხვა მხარეს მყოფ ადამიანებს შორის ურთიერთობის პროცესმა წინ მნიშვნელოვნად წაიწია.  

"ჩვენ მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ სანამ ჩვენი მეზობელი ქვეყანა ამ რეგიონების ოკუპაციას ახორციელებს, შევძლოთ ადამიანებს შორის ურთიერთობება ისე განვაახლოთ, რომ მათ შორის ნდობა მაქსიმალურად აღდგეს. ეს არ არის მარტივი პროცესი და მოკლევადიან პერიოდში მისაღწევი მიზანი, მაგრამ აუცილებლად შესასრულებელია" – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ტყეშელაშვილმა. 

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, საუბარი კონკრეტულ პროექტებზე მიმდინარეობს, რათა ნდობა აღდგეს. 

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიის სხდომაზე დღეს ეკა ტყეშელაშვილი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მის სამოქმედო გეგმაზე სასაუბროდ მივიდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა. 



ბეჭდვა