გაბაშვილმა კორუფციას "მამაძაღლი" უწოდა
გაბაშვილმა კორუფციას "მამაძაღლი" უწოდა
16:34 13.03.2012
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა კორუფციას დღეს ახალი შეფასება მოუძებნა და მას "მამაძაღლი" უწოდა.  

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გაბაშვილმა განაცხადა, რომ მოსახლოებას კარგად ახსოვს რას ნიშნავს მაღალ ეშელონებში კორუფცია და ამიტომ, ჯონდი ბაღათურიას არავინ დაუჯერებს.

"კორუფცია ისეთი მამაძაღლი რამეა, თქვენს მეგობრებს ჰკითხეთ, თუ ქვედა და საშუალო ფენას კორუფციასთან შეხება არა აქვს, შეუძლებელია უმაღლესი ეშელონი კორუმპირებული იყოს. თევზი ყოველთვის თავიდან ყარს" – მიმართა გაბაშვილმა ჯონდი ბაღათურიას.

მისივე შეფასებით, ბაღათურია ახალი ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის დამკვიდრებულ მოდას აჰყვა, რომელიც ეკონომიკის დანგრევაზე და მომავალი თვიდან ხელფასების გაუცემლობაზე საუბრობს.

გაბაშვილი ბაღათურიას ურჩევს აპოკალიფსური სურათის ხატვას თავი დაანებოს.




ბეჭდვა