მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
16:32 13.03.2012
თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

შეჯახება "ლექსუსის" მარკის ავტომანქანასა და "ტოიოტას" მარკის ავტომანქანას შორის მოხდა, შეჯახების შემდეგ "ტოიოტას" მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სამარშუტო ტაქსს დაეჯახა.

ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სასწრაფო დახმარების ექიმების განმარტებით, დაზარალებულების მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ბეჭდვა