ქართული მხარე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლთა განცხადებებს აგრესიულს და დემაგოგიურს უწოდებს.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანგჯალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ მათ პრობლემები აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან და არა ქართველ ხალხთან.
"ეს განცხადებები ყოველთვის ცინიკურად გამოიყურებოდა ოკუპაციის, ეთნიკური წმენდის, რუსეთში ქართველი ხალხის დევნისა და საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ აგრესიის ფონზე" - აღნიშნა მან.
მანჯაგალაძის თქმით, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებამ, რუსეთს ორ ქვეყნას შორის სავიზო რეჟიმის მთლიანად გაუქმების შესაძლებლობა მისცა.
"რაც შეეხება რუსეთის განცხადებას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ, ჩვენ გვინდა, რომ რუსეთთან რეალური დიალოგი დაიწყოს, თუმცა, სამწუხაროდ რუსეთის ფედერაცია დღემდე უარს აცხადებს ასეთ რეალურ დიალოგზე" - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, დიალოგით ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკებების პროცესის დასრულების შემდეგ, რომელიც დეოკუპაციას, დევნილების დაბრუნებას და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას შეეხება.
