რუსეთის მხრიდან ეთნიკური წმენდის პირობებში შეუძლებელია აფხაზეთში ჩატარებული ე.წ არჩევნები ლეგიტიმური იყოს.
ეს განცხადება საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
ტყეშელაშვილის შეფასებით, ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არავინ აღიარებს.
"საკუთარი სახლიდან გამოდევნილი ყველა ადამიანი საკუთარ ოჯახებში უნდა დაბრუნდეს. თუკი ეს არ მოხდება, სეპარატისტულ რეგიონებში ვერასოდეს ჩატარდება ლეგიტიმური პროცესი, რომელსაც შეიძლება არჩევნები ეწოდოს"– განაცხადა ტყეშელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში დღეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიაში მივიდა. კომისიის სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
