გამოძიების დასრულების შემდეგ გელბახიანი საარჩევნო უფლებების აღდგენას მოითხოვს
გამოძიების დასრულების შემდეგ გელბახიანი საარჩევნო უფლებების აღდგენას მოითხოვს
15:51 13.03.2012
გამოძიების დასრულების შემდეგ, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ვალერი გელბახიანი საარჩევნო უფლებების აღსადგენად ცესკო-ს ან სასამართლოს მიმართავს.

როგორც დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გელბახიანმა განაცხადა, სასამართლომ მას იურიდიულად უნდა დაუდასტუროს, რომ იგი ქვეყნიდან თავის ნებით არ იყო გასული.

ვალერი გელბახიანი 4 წლის განმავლობაში საქართველოში არ იმყოფებოდა, ამიტომაც მას ამ ეტაპზე, არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია.

გელბახიანმა დღესვე განაცხადა, რომ იგი საზოგადოებრივ მოძრაობაში "ჩემი საქართველო" წევრიანდება.

გელბახიანი რამდენიმე კვირის წინ საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავეს, მას ბადრი პატარკაციშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ორგანიზება ედება ბრალად. გელბახიანს გირაო შეუფარდეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ბეჭდვა