კუბლაშვილი ივანიშვილს კასტინგის დასრულებისკენ მოუწოდებს
კუბლაშვილი ივანიშვილს კასტინგის დასრულებისკენ მოუწოდებს
15:36 13.03.2012
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს ჯონდი ბაღათურიას და მისი მეგობრების დაფინანსების საკითხი დროზე გადაწყვიტოს.

ჟურნალისტებთან საუბარში პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც სამთავრობო საათის გამართვას მოითხოვენ, იმ კასტინგში მონაწილეობენ, რომელიც შუშის სასახლეში ბიძინა ივანიშვილთან მიმდინარეობს.

"ბიძინა ივანიშვილს ვთხოვ, იქნებ დროზე გადაწყვიტოს ჯონდი ბაღათურიასა და მისი მეგობრების დაფინანსების საკითხი, რათა მომავალში პარლამენტის სხდომათა დარბაზში აღარ იყოს მსგავსი პოლიტიკური ვაჭრობა" – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

პარლამენტში, სამთავრობო საათის გამართვა დღეს ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრებმა მოითხოვეს. მათ პარლამენტში შს და იუსტიციის მინისტრების მისვლის საკითხი დააყენეს, რასაც უმრავლესობა არ ეთანხმება.

ბეჭდვა