"ქართული ოცნება" არჩევნებში გასამარჯვებლად მთავარ აქცენტს ამომრჩეველზე გააკეთებს
"ქართული ოცნება" არჩევნებში გასამარჯვებლად მთავარ აქცენტს ამომრჩეველზე გააკეთებს
15:31 13.03.2012
კოალიცია "ქართული ოცნება" არჩევნებში გასამარჯვებლად ძირითად აქცენტს ამომრჩეველთა მობილიზებაზე გააკეთებს.  ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესთან" საუბარში განაცხადა.

ძიძიგური პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" შეთავაზებას - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით თანამშრომლობის შესახებ, არ ეთანხმება.

"ყველას დიდ მადლობას ვუხდი შეთავაზებისათვის, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ ვიყავი პოლიტიკური რვიანის, მოგვიანებით კი - ექვსიანის წევრი. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება იყო, თუმცა, ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ, ახლა ჩვენ მთავარ აქცენტს ამომრჩეველზე ვაკეთებთ" - განაცხადა ძიძიგურმა.

მისი თქმით, არსებული პარლამენტი საარჩევნო გარემოს არ შეცვლის. ამიტომ, "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვების მისაღწევად სხვა სტრატეგია აქვს არჩეული.




ბეჭდვა