საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში საერთაშორისო ტურიზმის სასწავლო ცენტრში ღია კარის დღეს ესწრება.
ღია კარის დღეზე სწავლის მსურველებთან და პრეზიდენტთან ერთად, სხვადასხვა სასტუმროების გენერალური მენეჯერები იმყოფებიან , რომლებიც სკოლის კუსდამთავრებულების დასაქმებით არიან დაინტერესებული.
ქვეყნის პირველი პირი მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ესაუბრა. პრეზიდენტმა იმ ტურისტულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ქვეყანაში უკვე ხორციელდება და რაც, პრეზიდენტის თქმით, კიდევ უფრო ზრდის საქართველოს ტურისტულ პოტენციალს.
ახალი სკოლა 1 აპრილს გაიხსნება. სასწავლო ცენტრში განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს. დაინტერესებულ პირებს სასტუმროსა და ტურიზმის მენეჯმენტის განხრით სპეციალიზებული კურსის გავლა შეუძლიათ.
ტურიზმის ცენტრში სწავლება ამერიკული და ბრიტანული პროგრამებით მიმდინარეობს. სწავლის მსურველთათვის აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
შესაბამისი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, პროგრამის მონაწილეებს საერთაშორისო დიპლომები და სერტიფიკატებიც გადაეცემათ.
ცენტრის კუსრდამთავრებულებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების პერსპექტივაც აქვთ. საბაკალავრო პროგრამებს ისინი ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტებში გაივლიან.
