"ლეიბორისტები" ცესკო-ში რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით განაცხადს შეიტანენ
"ლეიბორისტები" ცესკო-ში რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით განაცხადს შეიტანენ
14:46 13.03.2012
ავღანეთიდან ქართველი სამხედროების გამოყვანის შესახებ, ოპოზიციური პარტიების საერთო ეროვნულ დეკლარაციაზე კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ხელის მოწერაზე უარი თქვა.   ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

"ჩვენ ცესკო-ში რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განაცხადი შეგვაქვს და ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთ, რათა ქართველი ხალხის მოთხოვნით ქართველი ჯარისკაცები ავღანეთიდან გამოიყვანონ" – განაცხადა გუგავამ.

აღნიშნული მოთხოვნით დეკლარაცია პარტიამ რამდენიმე დღის წინ შეიმუშავა.

"ლეიბორისტები" პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ ავღანეთში საკუთარი შვილები და ძმები გაგზავნონ.


ბეჭდვა