მაჭავარიანმა ბაღათურიას გამოსვლას "ვან მენ შოუ" უწოდა
მაჭავარიანმა ბაღათურიას გამოსვლას "ვან მენ შოუ" უწოდა
14:14 13.03.2012
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას სხდომაზე გამოსვლას "ვან მენ შოუ" უწოდა.

ბაღათურიასა და მაჭავარიანს შორის შეკამათება დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხდა.

ჯონდი ბაღათურიამ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა გააპროტესტა და პრეზიდენტის კორუფციულობის შესასწავლად ანტიკორუფციული კომისიის შექმნა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

ჯონდი ბაღათურიას გამოსვლის დროს სხდომათა დარბაზში ხმაური იყო, რის გამოც დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანს მოუწოდა უმრავლესობის წევრები დაეწყნარებინა.

"თქვენ, თქვენს საქმეს მიხედეთ, "ვან მენ შოუში" ხელს ხომ არ გიშლით?" – მიმართა მაჭავარიანმა ბაღათურიას.



ბეჭდვა