ხაბაზმა "პოპულისტი" ოპოზიციონერები გააკრიტიკა
ხაბაზმა "პოპულისტი" ოპოზიციონერები გააკრიტიკა
13:46 13.03.2012
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ხაბაზი ოპოზიციას პოპულიზმისთვის თავის დანებებისკენ მოუწოდებს.

"აზიზიეს ხის მეჩეთის მშენებლობა არაფერია. მითუმეტეს, რომ მშენებლობის ადგილს ჩვენ განვსაზღვრავთ. ნეტა ბანა, ოთხთა ეკლესია და ოპიზა აღგვადგენინა და თუ უნდათ კიდევ ოთხი მეჩეთი ააშენონ, თუნდაც, ჩემს სახლთან ქობულეთში" - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ხაბაზმა.

მისი თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას "ოკუპაციად" აფასებს, მაშინ, როცა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაზე არაფერს ამბობს.

"ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს? ოღონდ პოპულიზმი, ოღონდ თავის გამოჩენა და რას იტყვიან არ დაეძებენ. წყალნი წავლენ და წამოვლენ და საქართველო განვითარდება" - დასძინა ხაბაზმა.

ბეჭდვა