წიკლაური ოპოზიციას ქულების მოპოვებაზე თავის დანებებას ურჩევს
წიკლაური ოპოზიციას ქულების მოპოვებაზე თავის დანებებას ურჩევს
13:34 13.03.2012
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ოპოზიციას "საცოდავი პოლიტიკური ქულების" მოპოვებისთვის თავის დანებებას ურჩევს.

ოპოზიციამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ხელისუფლება აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

წიკლაურმა თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების მდგომარეობის გაუარესება ოპოზიციის მუდმივ ულტიმატუმებს დაუკავშირა.

,,სწორედ მუდმივი ულტიმატუმების გამო, გაუარესდა ქართული ძეგლების მდგომარეობა. შეიძლება ,,ქრისტიან-დემოკრატებისთვის" ოშკი და ხახული არაფერს ნიშნავს, შეიძლება თქვენთვის მხოლოდ პოპულიზმია მთავარი და საცოდავი პოლიტიკური ქულებია მნიშვნელოვანი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლისთვის ამ ძეგლების დაცვა ისეთ ღირებულებას წარმოადგენს, რომ ამ შესაძლებლობას ვერ დავთმობთ" - მიმართა წიკლაურმა ოპონენტებს.

ბეჭდვა