მიხეილ სააკაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება
მიხეილ სააკაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება
13:17 13.03.2012

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სეულში დაგეგმილ ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.



პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, სამიტი 27 -28 მარტს გაიმართება.

მისი თქმით, სამიტს რამდენიმე ქვეყნის ლიდერი დაესწრება - ავსტრალიის და ბელგიის პრემიერები, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, იორდანიის მეფე, კანადის პრემიერი, ასევე, ჩინეთის და უნგრეთის პრეზიდენტები, ჩეხეთის, დანიის იტალიისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრები.


ბეჭდვა