მანანა მანჯგალაძე - თელავის რეაბილიტაციის პროექტი უმნიშვნელოვანესია
მანანა მანჯგალაძე - თელავის რეაბილიტაციის პროექტი უმნიშვნელოვანესია
13:11 13.03.2012
პრეზიდენტი პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე თელავის რეაბილიტაციის პროექტს უმნიშვნელოვანესს უწოდებს.
როგორც მან დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ თელავში წარდგენილი ინიციატივა, რომელიც რეგიონის განვითარების პროექტს ეხება, თუშეთის განვითარებასაც მოიცავს.
"ეს არის კახეთის განვითარების პროცესი, რომელიც მოიცავს კახეთის ყველა რაიონს. მათ შორისაა კახეთის გაზიფიცირების, წყალმომარაგების, სოფლის მეურნეობს განვითარების, კეთილმოწყობისა და ახალი გზების მშენებლობის, ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტები. სარეაბილიტაციო სამუშაოები 10-მდე ეკლესია-მონასტრსაც შეეება"- აღნიშნა მაჯგალაძემ.
მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და 4000-მდე მოქალაქე დასაქმდება.
კახეთის ქალაქების რეაბილიტაციის პროექტი პრეზიდენტმა გუშინ თელავში წარადგინა.


ბეჭდვა