"ქრისტიან დემოკრატები" ვანის რაიონში პრობლემების მოგვარებას ითხოვენ
"ქრისტიან დემოკრატები" ვანის რაიონში პრობლემების მოგვარებას ითხოვენ
12:34 13.03.2012
ვანის საკრებულოს დეპუტატი, ,,ქრისტიან-დემოკრატი" დავით ლორთქიფანიძე დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების ოპერატიულად მოგვარებას ითხოვს.  ამის შესახებ მან "ნიუსპრესს" განუცხადა.
მისი თქმით, რაიონში სოფელ კუშუბოურის მისასვლელი გზები თვეზე მეტია არ გაწმენდილა, მოსწავლეები სკოლაში ვერ დადიან, მოსახლეობას სურსათის მარაგი ამოეწურა და წისქვილამდე მისასვლელი გზაც ჩახერგილია.
მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება აუცილებელი სამუშაოს ჩატარებას ვერ ახერხებს.
"მივმართავთ ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელს პრობლემები მოსახლეობასთან ერთად მოაგვაროს. თუ პარალიზებული სასიცოცხლო ობიექტები არ ამუშავდა, მუნიციპალიტეტის მხრიდან ასეთი უყურადღებობა შესაძლოა, სავალალო შედეგებით დასრულდეს" - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ბეჭდვა