საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" 20 მარტს, ფრაქციის ღია სხდომაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ლევან ბეჟაშვილს იწვევს.
როგორც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქციის თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, დეპუტატებს შეკითხვები აქვთ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით.
ლორთქიფანიძის ინფორმაციით, 2 დღის წინ 400-მა მოქალაქემ მიიღო უწყება კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წევრებთან შეხვედრაზე მიწვევის შესახებ.
"ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა, რადგან ამ პირებს ფინანსური ურთიერთობა არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან არ ჰქონიათ" - განმარტა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
