ვეფხვაძე მთავრობას ჯვრის მონასტრის თემით სპეკულაციაში ადანაშაულებს
ვეფხვაძე მთავრობას ჯვრის მონასტრის თემით სპეკულაციაში ადანაშაულებს
12:03 13.03.2012
მთავრობა პიარტექნოლოგიებით ცდილობს ჯვრის მონასტრის გამოსყიდვის საკითხით აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის თემა გადაფაროს.  ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ გააკეთა.

"მთავრობა აფხაზეთის დაბრუნებაზე საუბრობდა და კოდორი დავკარგეთ, ცხინვალს იბრუნებდა და ახალგორი აღარაა ჩვენი" - განაცხადა დეპუტატმა.

ვეფხვაძე შიშობს, რომ ამ ფაქტების გათვალისწინებით, ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე საუბარი უარესად არ მოუბრუნდეს ქვეყანას. პარლამენტარი ხელისუფლებას საუბრის ნაცვლად ჯერ საქმის გაკეთებას ურჩევს.

ქრისტიან-დემოკრატების განცხადებით, მთავრობამ ნახევარი მილიონი ლარი ვერ გამოყო პეტრას ციხის აღდგენისთვის და ამ ფონზე აზიზიეს მეჩეთის აშენება იგეგმება.

ვეფხვაძის თქმით, მთავრობის პოზიცია პრინციპული რომ იყოს, 8 წლის განმავლობაში სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა - მიმართავდა იუნესკო-ს და თურქეთის მთავრობა ვალდებული გახდებოდა ქართული ძეგლები აღედგინა.

ბეჭდვა