ოპოზიცია მერაბიშვილისა და ადეიშვილის პარლამენტში დაბარებაზე დღეს განცხადებას გააკეთებს
ოპოზიცია მერაბიშვილისა და ადეიშვილის პარლამენტში დაბარებაზე დღეს განცხადებას გააკეთებს
11:36 13.03.2012
პარლამენტში სამთავრობო საათზე შინაგან საქმეთა მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის მიწვევის მოთხოვნის განცხადებას დღეს პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრები გააკეთებენ.

პარლამენტში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მოწვევას ფრაქცია რამდენიმე საკითხის გამო ითხოვს.

ფრაქციის თავმჯდომარის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ოპოზიციის სურვილია მინისტრებისგან მოისმინოს პასუხები ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის, სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებისა და ჟურნალისტ სოფო ნიკოლაიშვილის საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ამას გარდა, ფრაქცია პარლამენტში კონტროლის პალატის ხელმძღვანელის ლევან ბეჟაშვილის დაბარებასაც ითხოვს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, სამთავრობო საათი ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს იმართება.

ბეჭდვა