საკონსტიტუციო ცვლილებები 84 დეპუტატის მიერაა ინიცირებული
საკონსტიტუციო ცვლილებები 84 დეპუტატის მიერაა ინიცირებული
11:32 13.03.2012
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დეპუტატების ხელმოწერა შეისწავლა და 84 ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა.

კონტროლის პალატისთვის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას 86 დეპუტატმა მოაწერა ხელი. ხელმოწერების უტყუარობის გადამოწმება გუშინ ბიუროს სხდომამ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დაავალა.

დღეს კომიტეტმა დაადგინა, რომ ერთ დეპუტატს ორჯერ ჰქონდა ხელი მოწერილი, ერთთან კი - დაკავშირება ვერ მოხერხდა. ამდენად, 84 დეპუტატის მიერ ინიცირებული საკონსტუტუციო ცვლილების განხლვის პროცედურა პარლამენტში უახლოეს ხანში დაიწყება.

საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატას სახელწოდება შეეცვლება და მას აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატა დაერქმევა.

ბეჭდვა