საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის დელეგაცია მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტმა და აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილემ ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის საკითხებში ენდრიუ ვებერმა შეხვედრაზე ქართულ-ამერიკულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის მუშაობის საკითხებზე იმსჯელებს.
საქართველოში ქართულ-ამერიკულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია უკვე შექმნილია და უახლოეს მომავალში პირველი კვლევებიც დაიწყება.ლაბორატორიაში ამერიკელი სამხედრო მკვლევარები იმუშავებენ.
როგორც საუბრისას ამერიკულმა მხარემ აღნიშნა, ლაბორატორია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია და იგი ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, ბიოლოგიური კვლევისა და სურსათის უვნებლობის მხრივ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ენდრიუ ვებერთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის ვოლტერ რიდის საჯარისო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დელეგაცია მიიღო.
შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს.
