პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ქუთაისში "ქართული ოცნების" აქტივისტებს შეხვდა და მათ მხარდაჭერასა და დახმარებას დაჰპირდა.
"ქართული ოცნების" ინფორმაციით, რეგიონებში კოალიციის 100-მდე მხარდამჭერთან მიდიოდნენ ადამიანები, რომლებიც მათ თავს კონტროლის პალატის წარმომადგენლებად აცნობდნენ და დაკითხვაზე იბარებდნენ.
უსუფაშვილი განმარტავს, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტები სამოქალაქო პირები არიან და კოალიციასთან ფინანსური კავშირი არ აქვთ.
"კონტროლის პალატაში დაბარებული ადამიანების კავშირი მოძრაობასთან მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ ისინი "ქართული ოცნების" გაზეთებს არიგებენ და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებენ"- განაცხადა უსუფაშვილმა.
