უახლოეს დღეებში საქართველოს უმეტეს ნაწილში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.
დასავლეთ საქართველოში ნალექი წვიმის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლის სახით მოვა.
დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით +5 +7, აღმოსავლეთში კი - +8 +10 გრადუსი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.
სინოპტიკოსების ცნობით, არამდგრადი ამინდები 18 მარტამდე გაგრძელდება.
