პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რელიგიის საკითხებში ისრაელის მინისტრს შეხვდება.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების თემაა. ბაქრაძის შეხვედრა მინისტრთან დღეს 18.00 საათზე იგეგმება.
ასევე, ბაქრაძე ისრაელში ქართულ სახლს ესტუმრება და ქართველ მონაზვნებს შეხვდება.
პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ისრაელში 12 მარტს გაემგზავრა. დავით ბაქრაძე ისრაელში ქნესეთის სპიკერმა რეუვლენ რივლინმა მიიწვია.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დავით ბაქრაძეს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს ხელისუფლების სხვადასხვა პირებთან.
