გლდანის რაიონის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია გლდანის მასივის I და VII მიკრორაიონების ნაწილს დროებით გაეთიშება.
"თელასის" ინფორმაციით, გათიშულ აბონენტებს ენერგომომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგებათ.
