ოპოზიცია პარლამენტში მერაბიშვილსა და ადეიშვილს იბარებს
ოპოზიცია პარლამენტში მერაბიშვილსა და ადეიშვილს იბარებს
19:01 12.03.2012
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის მისვლას მოითხოვს.

პარლამენტში სამთავრობო საათზე, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიწვევის საკითხს ფრაქცია რამდენიმე საკითხის გამო სვამს.

ფრაქციის თავმჯდომარის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ოპოზიცია აპირებს შს მინისტრთან და იუსტიციის მინისტრთან ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის, სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების და ჟურნალისტ სოფო ნიკოლაიშვილთან დაკავშირებული საკითხები განიხილონ.

ასევე, ფრაქცია აპირებს იუსტიციის მინისტრს მოსთხოვოს შეისწავლოს პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების კორუფციაში მონაწილეობის საკითხიც.

პარლამენტის ხვალინდელ სხდომაზე, ორი მინისტრის სამთავრობო საათზე მიწვევის შესახებ განცხადებას ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრები გააკეთებენ.

სამთავრობო საათი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს იმართება.

ბეჭდვა