ანდრია ურუშაძე ყირგიზეთის დელეგაციას შეხვდა
ანდრია ურუშაძე ყირგიზეთის დელეგაციას შეხვდა
18:49 12.03.2012
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ყირგიზელ კოლეგებს, ჯანდაცვის  მინისტრს დინარა საგინბაევასა და სოციალური განვითარების მინისტრს რავშან საბიროვს შეხვდა.

შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა, სადაც მინისტრებმა საქართველოში გატარებული რეფორმები განიხილეს. საუბარი სადაზღვევო საკითხებს, საპენსიო სისტემასა და სხვა სოციალურ თემატიკას შეეხო.

"საქართველომ ძალიან მოკლე დროში მოახერხა მნიშვნელოვანი გარდატეხა შეეტანა ჯანდაცვის სისტემაში. ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები მეგობარ ქვეყნებში დიდ ინტერესს იწვევს. ყირგიზეთის დელეგაციას ჯანადაცვისა და სოციალურ სფეროში განხორციელებული ცვლილებები გავაცანით. ვაპირებთ, აქტიურად ვითანამშრომლოთ მათთან და გამოცდილება გავუზიაროთ" - აღნიშნა ურუშაძემ.

ვიზიტის მეორე დღეს მინისტრები კახეთში გაემგზავრებიან, სადაც ანდრია ურუშაძე კოლეგებს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ფარგლებში გახსნილ ახალ კლინიკებს დაათვალიერებინებს. ასევე, დაგეგმილია სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისის გახსნა გურჯაანში.

ყირგიზეთის დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომელსაც ყირგიზეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი გულნარა ასიმბეკოვა ხელმძღვანელობს.

ბეჭდვა