ხიდაშელმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ სუბიექტს 10 000 ლარი გადაურიცხა
ხიდაშელმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ სუბიექტს 10 000 ლარი გადაურიცხა
17:57 12.03.2012
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა დღეს "თიბისი ბანკში" კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ერთ-ერთი  სუბიექტის - "რესპუბლიკური პარტიის" ანგარიშზე 10 000 ლარი გადარიცხა. როგორც ხიდაშელმა "ნიუსპრესს" განუცხადა, მან ეს იმ კოალიციის სოლიდარობის ნიშნად გააკეთა, რომლის წევრიც თავად არის.
"გვინდა ზეწოლა და ძალადობა, რომელიც ჩვენს აქტივისტებზე ხორციელდება, მათ თავიდან ავარიდოთ და მთელი დარტყმა ჩვენზე გადმოვიდეს. ჩვენ დაგველაპარაკოს კონტროლის პალატა" - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ იგი ამის შემდეგ კონტროლის პალატაში დაიბარონ. "კოტროლის პალატამ ის მოქალაქეები დაიბარა, რომლებსაც კოალიციასთან არანაირი ფინანსური კავშირი არ აქვთ და მხოლოდ მეგობრობენ. ამიტომ, გამორიცხული არ არის მეც დამიბარონ. თუ არ დამიბარეს, ეს იმის ნიშანია, რომ ეშინიათ და ვერ ბედავენ ჩვენთან საუბარს" - განუცხადა ხიდაშელმა ნიუსპრესს.
"ქართული ოცნება" კონტროლის პალატას კოალიციის აქტივისტების დაშინება-დაშანტაჟებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება კოალიციის წარმომადგენლებმა თინა ხიდაშელმა და ზვიად ძიძიგურმა დღეს გააკეთეს. ხიდაშელის თქმით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ქალაქში, "ქართული ოცნების" აქტივისტებთან უცნობი პირები მიდიოდნენ და კონტროლის პალატის სახელით ესუბრებოდნენ.

ბეჭდვა