პარლამენტი მიმდინარე კვირაში ანტინარკოტიკულ კანონმდებლობაზე მსჯელობას იწყებს.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ვიცე–სპიკერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვა ოთხშაბათს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შემდეგ კი - ჯანდაცვის კომიტეტში მოხდება. ამის შემდეგ საბოლოო ტექსტი ჩამოყალიბდება და პარასკევს პლენარულ სესიაზე განიხილება.
ანტინარკოტიკული კანონმდებლობის თანახმად, ჯარიმების ნაწილი ნარკოტიკების მომხმარებლების სარეაბილიტაციოდ წარიმართება.
