მთავრობამ "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტი მოამზადა
მთავრობამ "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტი მოამზადა
16:45 12.03.2012
მთავრობამ "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია.

კანონპროექტი ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა და მის დამტკიცებას მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

კანონპროექტი ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, რომლებიც ბირთვულ და რადიოაქტიურ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევიან, სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს.

იგი ბირთვულ და რადიოაქტიულ საქმიანობებზე სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს ადგენს.

"ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში მიმდინარე კვირაში სამივე მოსმენით მიიღებენ.





ბეჭდვა