მიხეილ მაჭავარიანს თავისი ძმის მოსაზრებების შეფასება არ სურს
მიხეილ მაჭავარიანს თავისი ძმის მოსაზრებების შეფასება არ სურს
16:40 12.03.2012
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა თავისი ძმის ივანე მაჭავარიანის ინტერვიუს შეფასებაზე უარი განაცხადა.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა იაპონიაში, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პოლიტიკისა და სამართლის სკოლის პროფესორმა ვანო მაჭავარიანმა ერთ-ერთი სააგენტოსთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილის კრემლის პროექტად გამოცხადებას, კონკრეტული დასაბუთება სჭირდება.

"ძალიან რთული იქნება ივანიშვილის, როგორც მხოლოდ კრემლის პროექტობით აპელირება და ამით ხელისუფლების პოლიტიკური მიზნებისთვის სასარგებლო შედეგების მიღწევა" – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ დამალა, რომ ძმის ინტერვიუ წაიკითხა.

"ჩემი ძმის პოზიცია თუ გაინტერესებთ, დაურეკეთ ვანოს და ჰკითხეთ. მე გავაკეთე ჩემი კომენტარი - ინტერვიუ წავიკითხე" – დასძინა ვიცე-სპიკერმა.


ბეჭდვა