მიხეილ სააკაშვილი - ჩემი დეკლარაცია გაიზარდა იმდენად, რამდენადაც ჩემი ქვეყნის მდგომარეობა
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი დეკლარაცია გაიზარდა იმდენად, რამდენადაც ჩემი ქვეყნის მდგომარეობა
16:14 12.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის ქონებრივ დეკლარაციაში საქართველოს განახლებულ რეგიონებსაც შეიტანს. ამის შესახებ დღეს მიხეილ სააკაშვილმა კახეთში "თელავის რებილიტაციის პროექტის" წარდგენისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ერთ-ერთმა "დაქირავებულმა" პოლიტიკოსმა სხდომაზე მისი დეკლარაციის ფურცლები აფრიალა.

"ჩემი დეკლარაცია დიდი არაფრით გაზრდილა, მხოლოდ ხელფასი მივიღე და ისიც კახეთში ნაკვეთზე დავხარჯე. ჩემი დეკლარაცია გაიზარდა იმდენად, რამდნადაც ჩემი ქვეყნის მდგომარეობა. დეკლარაციაში აუცილებლად შევიტან ახალ ბათუმს, თბილისის ახალ უბნებს, რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად გაკეთებულ ახალ გზებს, განახლებულ ზუგდიდს, ქუთაისის ახლადაშენებულ პარლამენტს" - განაცხადა მან.

მისივე თქმით, პრეზიდენტისთვის ცნობილია, რომ ქართველ ხალხს უჭრს და დეკლარაციაში ესეც დაფიქისრებულია.

"მე ძალიან კარგად ვიცი რა ვალები მაქვს, ჩემი ამოცანაა საქართველოში სიღარიბის შემცირება და ამას მთავრობა აუცილებლად გააკეთებს. ეს არის ჩვენი ანგარიშვალდებულება ქვეყნის წინაშე" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ბოლო პერიოდში, პრეზიდენტის დეკლარაციის საკითხს საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ ხშირად აყენებს ოპოზიციონები დეპუტატი, "ქართული დაისის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია.




ბეჭდვა