საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში დღეს ბრიფინგზე შეაფასა.
ნინო კალანდაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ნარკოტრანზიტულ მდგომარეობას ეხება, ცხადჰყოფს, რომ ეს ტერიტორიები უკონტროლო ზონას წარმოადგენს.
ასევე, ამით დასტურდება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო საპოლიცო ძელების განთავსება აუცილებელია.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების ნორმების ჩამოყალიბებას განსაკუთრებული ყურადღება ჟენევის მოლაპარაკებების პროცესშიც ეთმობა.
"ამ მიმართულებით გვინდა ყველა მონაწილე მხარეს მოვუწოდოთ იყოს მეტად კონსტრუქციული, იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ "შავი ხვრელების" აღმოფხვრა მოხდეს" - განაცხადა კალანდაძემ
მისივე თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობასაქართველოს უსაფრთხოების პრობლემას სცილდება და ეს არის რეგიონული უსაფრთხოების პრობლემაა.
