მიხეილ სააკაშვილმა თელავის რეაბილიტაციის გეგმა წარადგინა
მიხეილ სააკაშვილმა თელავის რეაბილიტაციის გეგმა წარადგინა
15:34 12.03.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თელავის რეაბილიტაციის გეგმა წარადგინა.
დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მან თელავის მოსახლეობას დღეს გააცნო.

მისი განმარტებით, თელავში 14 შენობის რეაბილიტაცია, ძველი პარკების თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობა, კომუნიკაციების მიწისქვეშ გაყვანა, 9 ქუჩის რეაბილიტაცია, ქალაქში გარეგანათების უზრუნველყოფა და  იუსტიციის ახალი სახლის მშენებლობა იგეგმება.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ყვარლის განახლებაზეც ისაუბრა - ყვარელში ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება, აშენდება 6 ახალი სასტუმრო, განახლდება ფასადები.

პრეზიდენტის განმარტებით, თელავი თბილისს მოკლე გზით დაუკავშირდება.

"ეს იქნება კახეთის სრულიად ახალი სიცოცხლის დასწყისი. ამას სჭირდება ერთი საპრეზიდენტო ან საპარლამენტო ვადა, რაც არც ისე ბევრია "- განაცხადა პრეზიდენტმა თელავის მოსახლეობასთან შეხვედრისას.



ბეჭდვა