ნინო კალანდაძე - აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით მზა დოკუმენტი არ არსებობს
ნინო კალანდაძე - აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით მზა დოკუმენტი არ არსებობს
15:26 12.03.2012
ქართულ-თურქულ მხარეებს შორის ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ამ დროისთვის ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტი არ არსებობს. განაცხადა ტრადიციულ  ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხარეებს შორის უწყებათაშორისი მოლაპარაკება მიმდინარეობს.
7 მარტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდება. რურუას განცხადებით, მეჩეთი იქ აშენდება, სადაც მთავრობა გადაწყვეტს. მან ასევე განმარტა, რომ ეს საკითხი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის ოშკის გადარჩენის საკითხზეა მიბმული. გავრცელებული ინფორმაციით, მეჩეთი ბათუმში უნდა აშენდეს.


ბეჭდვა