საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
14:53 12.03.2012
სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, 15 მარტს საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი გუიდო ვესტერველე ეწვევა .
როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, გერმანელ მინისტრს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს. გაიმართება ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრა.
კალანდაძემ აღნიშნა, რომ ვესტერველეს ვიზიტი საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს ეძღვნება.
"გერმანია პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა" - აღნიშნა კალანდაძემ.

ბეჭდვა