ედპ საპენსიო პაკეტზე საკუთარ ხედვას პარლამენტს წარუდგენს
ედპ საპენსიო პაკეტზე საკუთარ ხედვას პარლამენტს წარუდგენს
14:40 12.03.2012
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ახალ საპენსიო პაკეტს არ იზიარებს და ამ კუთხით საკუთარი მოსაზრებების წარდგენას ხვალ პარლამენტში გეგმავს.  აღნიშნულის თაობაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, პარტიის ხედვა საპენსიო პაკეტთან დაკავშირებით ორი ნაწილისგან შედგება. ერთი მხრივ, ის საბაზისო პენსიის საარსებო მინიმუმთან მიბმას გულისხმობს, რომელიც ინფლაციის გათვალისწინებით ყოველწლიურად გადაიხედება და მეორე მხრივ, პენსიის დაგროვების სქემა უნდა შეიქმნას, სადაც პირი საპენსიო ასაკამდე დასაქმების პერიოდში, საშემოსავლო გადასახადის ნაწილს პირად ანგარიშზე დააგროვებს.
ჩახვაძის განმარტებით, ამ სქემის მეშვეობით მოქალაქეები საპენსიო ასაკის დადგომისას ორნაწილიან პენსიას მიიღებენ.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ შემუშავებული საპენსიო პაკეტი მოქალაქეთა ღირსეულ სიბერეს ვერ უზრუნველყოფს.

ბეჭდვა