ქართული მხარეს სოხუმში დაკავებული ქართველი მეზღვაურების შესახებ ახალი ინფორმაცია არ აქვს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ
ბრიფინგზე განაცხადა.
"დამატებითი ინფორმაცია ანუ, ის რისი გავრცელება საჯაროდ არის შესაძლებელი, ცნობილი არ არის" - განაცხადა კალანდაძემ.
პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მომუშავე 4 ქართველი მეზღვაური სოხუმში წელიწადზე მეტია დაკავებულია. მათ გათავისუფლებას ქართული მხარე ამ დრომდე ცდილობს.
