ხელისუფლება საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე იმიჯს ულახავს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მან ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხის ირგვლივ ისაუბრა და განაცხადა, რომ ოფიციალური ისრაელი მსგავსი მოლაპარაკებების არსებობას არ ადასტურებს.
მაია ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ ეს პროპაგანდისტული თემაა, რომელიც ქვეყნის ღირსებას და იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე ჩრდილს აყენებს.
მისივე თქმით, ამასთან, სიცრუე აღმოჩნდა 2020 წელს ევროპის ჩემპიონატის ჩატარების იდეა, რომელიც მაშინვე აიტაცეს ნაციონალურმა ტელეარხებმა.
"ეს სიცრუეა, რადგან აზერბაიჯანმა უარყო საქართველოსა და აზერბაიჯანში ერთობლივი ჩემპიონატის ჩატარება. აზერბაიჯანის მხარემ განაცხადა, რომ მათ დაგეგმილი აქვთ 2020 წელს ევროპის ჩემპიონატის შესახებ განაცხადის შეტანა, თუმცა, ამას ქვეყანა საქართველოს გარეშე აკეთებს" - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
